მონაცემთა დეტოქსის შესახებ

მონაცემთა დეტოქსი დაგეხმარებათ, გაიუმჯობესოთ ონლაინ ცხოვრების ყველა ასპექტი. გაიგებთ, თუ როგორ უნდა მიიღოთ ინფორმირებული გადაწყვეტილებები და ციფრული ჩვევები უკეთესობისკენ შეცვალოთ.

მსოფლიოს მასშტაბით, მონაცემთა დეტოქსს იყენებენ ორგანიზაციები, სკოლები და ბიბლიოთეკები. მასალებზე საუბრობს 100-ზე მეტი მედია საშუალება, მათ შორის Vogue, BBC, Forbes. 2017 წელს, Glass Room London-ის გახსნის შემდეგ, მონაცემთა დეტოქსი განაგრძობს განვითარებასა და ზრდას. ესტუმრე [Tactical Tech]-ს ვებსაიტს, რათა პროექტების შესახებ სიახლეებს გაეცნო.

2020 წელს, ჰარვარდის კენედის სკოლის ბელფერის ცენტრმა მონაცემთა დეტოქსი აღიარა, ტექნოლოგიის მოდელად, რომელიც გვეხმარება, უზრუნველვყოთ უფრო ინკლუზიური, სამართლიანი და უსაფრთხო მომავალი.


მასალების ბეჭდვა

მონაცემთა დეტოქსის დასაბედი ვერსია ბევრ ენაზეა ლოკალიზებული.

PDF ფორმატის მისაღებად, დაგვიკავშირდი datadetox@tacticaltech.org - მიუთითე მასალის ენა და შეგვატყობინე, თუ როგორ და სად აპირებ მის გამოყენებას.

ჩვენ ვეძებთ ადამიანებსაც, რომლებიც მონაცემთა დეტოქსის თარგმნასა და ლოკალიზებას უზრუნველყოფენ. თარგმნით, ადაპტაციით, რედაქტირებით ან ახალი კონტენტის შემოთავაზებით დაინტერესებულ პირებს, შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ ელ-ფოსტის მისამართზე datadetox@tacticaltech.org!


Tactical Tech-ის შესახებ

Tactical Tech არის საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დაინტერესებულია ტექნოლოგიებით, ადამიანის უფლებებითა და სამოქალაქო თავისუფლებებით. ტრენინგებით, კვლევებითა და კულტურული რესურსებით მიზნად ვისახავთ, ხელი შევუწყოთ სოციოპოლიტიკურ საუბრებს ციფრული უსაფრთხოების, დაცულობისა და მონაცემების ეთიკური გამოყენების შესახებ.

tacticaltech.org
@info_activism
facebook.com/tactical.tech
email: ttc@tacticaltech.org

ForSet-ის შესახებ

ფორსეტი კრეატიული ორგანიზაციაა, რომელიც მონაცემების, დიზაინისა და ტექნოლოგიების დახმარებით, მნიშვნელოვან სოციალურ თემებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. ჰაკათონების, ფესტივალებისა და სასწავლო პროგრამების ორგანიზებით ახალგაზრდებს, ჟურნალისტებს, აქტივისტებსა და საჯარო მოხელეებს ასწავლის მონაცემთა გამოყენებას უკეთესი კომუნიკაციისთვის და ქმნის ინოვაციურ ტექნოლოგიურ ხელსაწყოებს.

Credits and Licensing

Concept & content: Tactical Tech
Design: Corinna Hingelbaum and Yiorgos Bagakis
Illustrations: Alessandro Cripsta
Translation: ForSet

The Data Detox Kit has been made possible thanks to the support of
SIDA logo
and Tactical Tech's other funders.

Founding supporter (2017-2020): Mozilla Foundation

CC BY-NC-ND 4.0 This Data Detox Kit is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International license.

Data Use Policy

Follow this link to read the Data Use Policy.

GET STARTED WITH YOUR DATA DETOX!


ბოლოს განახლდა: 5/16/2023