Data Detox x Youth
მონაცემთა დეტოქსი ინტერაქციული წიგნია, რომელიც მოზარდებს ციფრული ცხოვრების სხვადასხვა ასპექტის უკეთ მართვაში ეხმარება.
გაინტერესებს, რას ნახავ ამ წიგნში?
ის ოთხი ნაწილისგან შედგება:
- ციფრული კონფიდენციალურობა, რომელიც მონაცემთა დაცულობის გაძლიერებაზე კონცენტრირდება.
- ციფრული უსაფრთხოება, რომლითაც უკეთესი პაროლის შექმნას და დაცულ ციფრულ ცხოვრებას ისწავლი.
- ციფრული კეთილდღეობა, რომელშიც სმარტფონების მანიპულაციურ დიზაინზე შეიტყობ.
- დაბოლოს, დეზინფორმაცია - კონტენტის გაფილტვრა გაზიარებამდე.
ვისთვის არის?
ეს წიგნი 11-დან 16 წლამდე მოზარდებისთვისაა გამიზნული, რომელთაც საკუთარი ელექტრონული მოწყობილობები უკვე აქვთ; თუმცა, წიგნის გამოყენება ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია.
მონაცემთა დეტოქსის წიგნის გამოყენება კარგი იქნებოდა საკლასო ოთახში (ფიზიკურ ან ვირტუალურ ფორმატში), სახლში ან/და ახალგაზრდული კლუბებისა და ორგანიზაციების მიერ.
რატომ შევქმენით?
2018 წელს Tactical Tech-მა წამოიწყო ახალგაზრდული კამპანია, რათა ხმა მიეწვდინა მსოფლიოს ინტერნეტ მომხმარებელთა მესამედისთვის - 18 წლამდე მოზარდებისთვის. წლების განმავლობაში ციფრულ გამოწვევებთან ბრძოლის გამარტივებისთვის მოთხოვნა იზრდებოდა მასწავლებლების, მშობლებისა და თვითონ მოზარდებისგანაც.
როგორ შევქმენით?
მონაცემთა დეტოქსი შეიქმნა ახალგაზრდებისთვის, ევროკავშირის დაფინანსებითა და კოლაბორაციით ინიციატივებთან Save the Children Italy და IFLA. ეს წიგნი The Glass Room-ის ნაწილია, Tactical Tech-ის კიდევ ერთი პროექტის, რომელიც მიზნად ისახავს, რომ მომხმარებლებს უკეთ დაანახოს სოციალური მედიისა და ინტერნეტის გავლენა ცხოვრებაზე.
გვითხარით რას ფიქრობთ!
გვითხარი, შენ რას ფიქრობ. აქტიურად ველით უკუკავშირს მონაცემთა დეტოქსის წიგნის შესახებ, რათა მისი გაუმჯობესება განვაგრძოთ. მოგვწერე ელ-ფოსტის მისამართზე youth@tacticaltech.org და გვიპასუხე შემდეგ კითხვებზე:
- მოგვიყევი შენ შესახებ: მშობელი ხარ, მასწავლებელი თუ ტექნოლოგიის ახალგაზრდა მომხმარებელი?
- სად გამოიყენე მონაცემთა დეტოქსის წიგნი?
- წიგნის რა ნაწილი ამობეჭდე?
- რომელი რჩევები დაგეხმარა? რომელი რჩევები აღმოჩნდა ნაკლებად ეფექტიანი?
- შენი აზრით, რა დააკლდა მონაცემთა დეტოქსის წიგნს?
- კიდევ რამეს ხომ არ დაამატებდი, რაც, შენი აზრით, წიგნის გაუმჯობესებაში დაგვეხმარება?
პროექტის პარტნიორია კრეატიული საწარმო ფორსეტი, რომელიც სოციალურ თემებზე კომუნიკაციას მონაცემების, დიზაინისა და ტექნოლოგიების გამოყენებით ცდილობს. ინიციატივა დაფინანსებულია ევროკავშირისა და SIDA-ს მიერ.